🇬🇪 სკანდალური ინფორმაცია: ოპოზიცია კალანდარიშვილის "მოშორებას" ცდილობს გამოცემა Kvira.ge–ს ინფორმაციით, "ნაცმოძრაობის" ლიდერებმა დავალება მიიღეს, რომ საარჩევნოდ ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი უნდა გადამდგარიყო, ამისთვის ორი სცენარი შემუშავდა.
🔸პირველი სცენარი კალანდარიშვილზე მასირებულ ბულინგს გულისხმობდა.
🔸"ნაცმოძრაობას" მაგიდაზე უდევს მეორე, ბევრად უფრო მძიმე ვერსია.
კერძოდ, უნდა დაგეგმილიყო კალანდარიშვილზე ფიზიკური თავდასხმა, ძალისმიერი ანგარიშსწორება იმგვარად, რომ მას ვეღარ მოეხერხებინა უფლებამოსილების განხორციელება“, - წერს გამოცემა.
ამ სცენარების განხორციელების შემთხვევაში ცესკოს ხელმძღვანელი ხდებოდა მისი პირველი მოადგილე, "ლელოს" წევრი გიორგი სიორიძე, რაც ავტომატურად ნიშნავდა ოპოზიციის მიერ ამ ინსტიტუციის დამორჩილებას. ამ სცენარის შესახებ იცოდნენ მმართველ გუნდში. სწორედ ამიტომ გაუქმდა ცესკოს პირველი მოადგილის თანამდებობა.
@SputnikSaqartvelo